"ევროპის უნივერსიტეტის" თანაორგანიზებით საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია “BIOMED 2024” გაიმართა

12-14 მაისს შეკვეთილში საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია “BIOMED 2024” გაიმართა. 

კონფერენციას ყოველწლიური ხასიათი აქვს და ის "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორის მაია მანწკავას ხელმძღვანელობით ტარდება. BIOMED-ის თანაორგანიზატორი წელს "ევროპის უნივერსიტეტი" იყო.

კონფერენციის პარალელურ სესიებზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა კვლევაზე და კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული პრეზენტაციები წარადგინეს.

ცალკე სესია დაეთმო "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებისა და სტუდენტების მოხსენებებს.

"ევროპის უნივერსიტეტის" მიერ წარდგენილი პრეზენტაციები ბიომედიცინის, კლინიკური მედიცინისა და ვეტერინარიის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა და საინტერესო დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!