"ევროპის უნივერსიტეტში" პოსტერების კონკურსის "პლაგიატის პრევენცია“ დაჯილდოება გაიმართა

2024 წლის 22 აპრილი - 15 მაისის პერიოდში ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების მიერ დაგეგმილი "აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის" ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადდა პოსტერების კონკურსი თემაზე "პლაგიატის პრევენცია“.

კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის 24-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ჟიურიმ სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩია: მარიმ ადელ სოლეიმან მოჰამედ - პირველი ადგილი, დევიანი რაჯეშ ჯადჰა - მეორე ადგილი და კრისტელ მელეს კუმვენდა - მესამე ადგილი.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს სპეციალური საჩუქრები, ყველა დანარჩენ მონაწილეს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!