"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტი სტუდენტებისთვის დამატებით კონკურსს აცხადებს

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად.

პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს, ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.

კლინიკური პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2024 წლის 17-21 ივნისი. 

ვრცლად კონკურსის დეტალების შესახებ:

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

1. სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.5 ან მეტი.

2. სწავლის საფეხური - "ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები მე-3-დან მე-6 კურსის ჩათვლით.

3. სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში, არ აქვთ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1. სამოტივაციო წერილი 

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 26 მაისის 16:00 საათამდე. 

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 27 მაისს 15:00 საათზე. 

დამატებითი კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 სტუდენტი.

შედეგები გამოქვეყნდება 28 მაისს. 

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს “ევროპის უნივერსიტეტი”.

გააზიარე გვერდი:

Hello World!