"ევროპის უნივერსიტეტსა" და რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და  "რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტს" (რუმინეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინტეგრირებულია ორენოვანი სწავლების მეთოდი, რომლის ფარგლებშიც, ამერიკელი პროფესორები სტუდენტებს სთავაზობენ განათლებისა და კვლევების მაღალ სტანდარტს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!