დახურული კონკურსი "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობებზე

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს დახურულ კონკურსს შპს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის მეცნიერ თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის  თანამდებობის   დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  •  იყოს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.

უფროსი მეცნიერ თანამშრომლის  თანამდებობის  დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • იყოს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.

მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობის დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
  • იყოს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური  ფორმით).

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) კვლევითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა - შეფასება.
  2. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 17 მაისიდან;
  • თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 28 მაისისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა;
  • კონკურსის შედეგები გაცნობა არაუგვიანეს 2024  წლის 3 ივნისისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 4 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში ელექტრონულად info@eu.edu.ge -ზე, 2024 წლის 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით.

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს შპს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური ელექტრონულად, მისამართზე info@eu.edu.ge

დავით გურამიშვილის გამზ. N76.

ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!