"ევროპის უნივერსიტეტის" ასოცირებულმა პროფესორმა ხორვატიის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 13-17 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ჩახვაძემ "ერაზმუს+" პროგრამის მობილობის ფარგლებში, მეჯიმურიეს გამოყენებით მეცნიერების უნივერსიტეტის (ჩაკოვეჩი, ხორვატია) საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში ლაშა ჩახვაძემ მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის, ასევე, კვირეულში მონაწილე სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია "ევროპის უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო პროგრამებისა და არსებული აკადემიური შესაძლებლობების შესახებ.

მხარეებმა ერთმანეთს არსებული აკადემიური გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში მაღალი ჩართულობის შედეგად, ღონისძიებაში მონაწილე რამდენიმე უნივერსიტეტმა, “ევროპის უნივერსიტეტთან” თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!