"ევროპის უნივერსიტეტს" "ახალი უნივერსიტეტის" წარმომადგენლები ეწვივნენ
10 მაისს "ევროპის უნივერსიტეტს" ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში "ახალი უნივერსიტეტის" (სლოვენია) წარმომადგენლები ეწვივნენ.
მობილობის ფარგლებში, მართვისა და ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტის მდივანმა - ტატიანა ლიევმა და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ჟდენკა ვოლარიჩმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.
სამუშაო შეხვედრა ინტერაქციული ხასიათით გამოირჩეოდა და ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენდა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, საფინანსო დეპარტამენტის ხელმღძვანელი და თანამშრომლები დაესწრნენ.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის" ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.