„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე "პოზიტიური მშობლობა" გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ სტუდენტთა სურვილის შესაბამისად, დაგეგმილი საჯარო ლექციების სერია გრძელდება.

25 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კორპუსში, საჯარო ლექცია თემაზე - "პოზიტიური მშობლობა" გაიმართა.

საჯარო ლექციას ინკლუზიური განათლების სპეცილისტი და განათლების სამინისტროს ტრენერ-კონსულტანტი, სალომე მურღულია უძღვებოდა. 

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და მენტორისგან პოზიტიური მშობლობისთვის სწორი მიდგომები და საინტერესო რჩევები მოისმინეს.

გააზიარე გვერდი: