"ევროპის უნივერსიტეტსა" და უელვას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და უელვას უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

უელვას უნივერსიტეტი ესპანეთში ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მოწინავეა, სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ უელვას უნივერსიტეტი "ევროპის უნივერსიტეტისთვის" რიგით მეასე საერთაშორისო პარტნიორია.

გააზიარე გვერდი: