"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს" (უნგრეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს, მის ბაზაზე კვლევითი ცენტრების ხელშეწყობით.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლების საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!