ევროპის უნივერსიტეტსა და იზმირის დემოკრატიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და " იზმირის დემოკრატიის უნივერსიტეტს  " (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

იზმირის დემოკრატიის უნივერსიტეტის ხედვაა, იყოს უნივერსიტეტი, რომელიც ქმნის მომავალს თავისი კვალიფიციური კვლევებისა და განათლების ხელშეწყობით.

იზმირის დემოკრატიის უნივერსიტეტი გამოირჩევა კურსდამთავრებულების დასაქმების უმაღლესი მაჩვენებლით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!