"ევროპის უნივერსიტეტში" სამართლის კლუბის შიდა კონფერენცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის სტუდენტური კლუბის ინიციატივით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის და სამართალის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით სამართლის კლუბის შიდა კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციაზე მოხსენებები სამართლის კლუბის სტუდენტებმა წარადგინეს. განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ოჯახური ძალადობა სისხლის სამართალში, ტრეფიკინგი, ფემიციდი, აბორტი, ევთანაზია სისხლის სამართალში, მხარდამჭერის მიმღები პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ქონებრივი დანაშაულები.

თითოეული მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს. 

მომხსენებლები სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა - თათული დოლიძემ, ხატია ხერხეულიძემ და ნუგზარ სიჭინავამ შეაფასეს.

კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, I, II და III ადგილზე გასულ სტუდენტებს კი სერტიფიკატებთან ერთად სიმბოლური პრიზები და "სითი მოლის" ვაუჩერები გადაეცათ.

I ადგილზე გასული მომხსენებელი საერთაშორისო კომპანია business consulting centre-ის იურიდიულ სამსახურში სტაჟირებას გაივლის.

I ადგილი 
სალომე გელაშვილი - მხარდამჭერის მიმღები პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში;

II ადგილი
იოსებ ბერიძე - ევთანაზია სისხლის სამართალში;

III ადგილი
ანი ჯაიანი - ოჯახური ძალადობა სისხლის სამართალში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!