ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ლექცია ჩაატარა
23 აპრილს "ევროპის უნივერსიტეტს" ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი, დოქტორი ფრან გალეტიჩი ეწვია.
პროფესორი, დოქტორი ფრან გალეტიჩი "ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ლექციას თემაზე "ფინანსური ბაზრის კონცენტრაცია - ევროპის კავშირი საბანკო ბაზრები" გაუძღვა.
პროფესორმა მიმოიხილა ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ერთმანეთს შეადარა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბანკო სისტემები.
ლექციის დასასრულს წარიმართა დისკუსია, რომელიც საქართველოსა და ხორვატიის საბანკო სისტემების მოდელების შედარებით ანალიზს დაეთმო.
მონაწილეებს დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.