ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორმა "ევროპის უნივერსიტეტში" სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა
24 აპრილს "ევროპის უნივერსიტეტს" ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი, დოქტორი ფრან გალეტიჩი ეწვია.
პროფესორი, დოქტორი ფრან გალეტიჩი "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის ლექციას თემაზე "ევროკავშირი - გუშინ, დღეს, ხვალ" გაუძღვა.
პროფესორმა მიმოიხილა ევროკავშირის გაფართოების საკითხები, ისაუბრა საქართველოს შესაძლო წევრობასა და იმ თორმეტ რეკომენდაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს დასახული მიზნის მისაღწევად.
ლექციის დასასრულს შედგა სიმულაციური თამაში, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებმა ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების როლი მოირგეს.
მონაწილეებს დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.