პოსტერების კონკურსი სტუდენტებისთვის: "პლაგიატის პრევენცია“

"აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის" ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე "პლაგიატის პრევენცია". 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ევროპის უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს. 

კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა.

პოსტერი შესაძლებელია შესრულებული იყოს თეთრი თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების / ფანქრების / აკრილის გამოყენებით ან  Adobe Illustrator-ში. 

პოსტერის ფორმატი: A3 (PDF)

პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის შემთხვევაში პოსტერი მოიხსნება კონკურსიდან).

I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მაისი.

პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: science.center@eu.edu.ge (Subject-ში მიუთითეთ "პოსტერების კონკურსი - თქვენი სახელი და გვარი").

გააზიარე გვერდი:

Hello World!