„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია "შიშები/ფობიები და მათი დაძლევის გზები სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან" გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე: "შიშები/ფობიები და მათი დაძლევის გზები სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან" გაიმართა. 

საჯარო ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორი,  ანნა გვეტაძე უძღვებოდა. 

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მენტორთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და შიშების დაძლევის გზებზე საინტერესო რჩევები მოისმინეს.

სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების სერია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებული თემებით გაგრძელდება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!