სტუდენტებისთვის გამოცხადებული "ერაზმუს+" მობილობის დამატებითი კონკურსის შედეგები ცნობილია

"ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო სემესტრში "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი კონკურსი ჩატარდა.

ხელმისაწვდომი 13 კვოტიდან ორივე კონკურსის ფარგლებში ათვისებულ იქნა 5.

4 სტუდენტი ძირითადი, ხოლო მე-5 სტუდენტი დამატებითი კონკურსის ფარგლებში შეირჩა.

დამატებითი კონკურსის შედეგების მიხედვით, თეიმურაზ ცერცვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს მობილობით პანთეიონის უნივერსიტეტში (საბერძნეთი) გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ "ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს სრულად უფინანსდებათ სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. აღნიშნულთან ერთად ისინი იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

უნდა აღინიშნოს, რომ დარჩენილი 8 კვოტის ათვისება მომდევნო კონკურსების ფარგლებში მოხდება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!