მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის "ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ შედეგები ცნობილია

"ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბის "ვეტეუქეარს" პროექტის "ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ ფარგლებში უფროსკლასელებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის შედეგები ცნობილია. 

ესეების კონკურსში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. 
მოსწავლეების მიერ შესრულებული ესეები სპეციალურად შედგენილმა კომისიამ შეაფასა და გამოვლინდნენ I, II, III ადგილოსნები:

  • I ადგილი - მარიამ სტურუა, 130-ე საჯარო სკოლის მოსწავლე
  • II ადგილი - ელენე ნარიმანიძე, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე
  • III ადგილი - ნია ჩხიტუნიძე, 140-ე საჯარო სკოლის მოსწავლე

20 აპრილს, 14:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტისგან“ დასაჩუქრდებიან, დანარჩენებს კი მონაწილეობის სერტიფიკატი გადაეცემათ. 

მისამართი: "ევროპის უნივერსიტეტი", გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505.

მიღებული შედეგების ნახვა კონკურსის მონაწილეებს მათთვის მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით შეუძლიათ მოცემულ ბმულზე.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!