"ერაზმუს+" პროგრამაში ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად გამოცხადებული დამატებითი კონკურსის შედეგები ცნობილია

"ერაზმუს+" საერთაშორისო  მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად გამოცხადებული დამატებითი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, 5 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა:

  • საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები: 
  • პროფესორი ლარისა მელია - ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტი, რუმინეთი 
  • ასოცირებული პროფესორი გურამ შეროზია - პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ასოცირებული პროფესორი ანრი მორჩილაძე - WSB უნივერსიტეტი, პოლონეთი
  • ასისტენტ-პროფესორი ნიკოლოზ კაციტაძე - EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია
  • პროფესორი ეკა კაველიძე - კომენსკის უნვერსიტეტი, სლოვაკეთი.

პროფესორი ეკა კაველიძე, როგორც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დამატებით ადმინისტრაციული მობილობით პოლონეთში WSB უნივერსიტეტს ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ 2023/2024 გაზაფხულის სემესტრში, "ერაზმუს+" საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობისთვის ხელმისაწვდომი იყო 28 კვოტა. აქედან ძირითადი და დამატებითი კონკურსების ფარგლებში ათვისებულ იქნა 17. დარჩენილი 11 კვოტა შემდეგ კონკურსებზე გადანაწილდება.

გააზიარე გვერდი: