მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-16 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე აბსტრაქტების მიღება დაიწყო
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე მე-16 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 17 ივნისს გაიმართება.
კონფერენციაზე დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიისა და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები უნდა წარმოადგინონ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საბოლოო აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 6 ივნისი.
კონფერენციისთვის მოსამზადებლად ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევის დაგეგმვასთან და საკონფერენციო მასალების მომზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართება:
- სამუშაო შეხვედრა "როგორ დავგეგმოთ სამეცნიერო კვლევა" – 23 აპრილი
- სამუშაო შეხვედრა "როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები" – 30 მაისი
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გზამკვლევში.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: studentconference@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!
მიმაგრებული ფაილები: