„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე „5G-ის განვითარება“ გაიმართება

18 აპრილს, 16:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის კომუნიკაციების კომისია საჯარო ლექციას თემაზე „5G-ის განვითარება“ გამართავს. 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი იქნება ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის განვითარების შესახებ - რა არის ზოგადად მეხუთე თაობის ტექნოლოგია და რით განსხვავდება უკვე არსებული, დანერგილი ტექნოლოგიებისგან. დამსწრეები ასევე მიიღებენ მსოფლიოში 5G-ის განვითარების ტენდენციებისა და საქართველოში 5G-ის დანერგვის პერსპექტივებზე ინფორმაციას.

შეხვედრა გაიმართება დისკუსიის რეჟიმში, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები.

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: google.com

ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505.

გააზიარე გვერდი:

Hello World!