"ევროპის უნივერსიტეტს" "ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის" მოსწავლეები ეწვივნენ

"ევროპის უნივერსიტეტს" "ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის" მოსწავლეები ეწვივნენ. უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველადი დახმარების ვორკშოპი ჩაატარეს.

მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციურ ცენტრში მოსწავლეებმა მულაჟებზე ჩაატარეს სხვადასხვა სახის მანიპულაციები და პრაქტიკულად შეისწავლეს პირველადი დახმარების ყველა ფაზა.

ვორკშოპის შემდეგ უფროსკლასელებმა დაათვალიერეს მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სასწავლო ბაზები, თავად გამოცადეს უახლესი მოდელის ანატომაჟის მაგიდაზე მუშაობის პროცესი და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ.

"ევროპის უნივერსიტეტი" აგრძელებს ღია კარის დღეებისა და ვორკშოპების სერიას აბიტურიენტებისთვის. დაინტერესებულ სკოლებს შეუძლიათ მოგვმართონ უნივერსიტეტში ვიზიტთან დაკავშირებით: (+995 32) 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!