რუმინელი პროფესორი კარმენ ს. დუჩე "ევროპის უნივერსიტეტში" კოლეგებისთვის ლექციას გაუძღვა

8 აპრილს "ევროპის უნივერსიტეტს" სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი კარმენ ს. დუჩე ეწვია.

პროფესორი კარმენ ს. დუჩე "ევროპის უნივერსიტეტის" მასწავლებელთა მომზადების პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ლექციას თემაზე "როგორ გადამზადდებიან მასწავლებლები რუმინეთში“ გაუძღვა.

კარემ დუჩემ ქართველ კოლეგებს გააცნო მასწავლებელთა მომზადების რუმინული პრაქტიკა და მასწავლებელთა მენტორის რანგში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა ერთმანეთს განათლების მართვის რუმინული და ქართული პრაქტიკა შეადარეს.

ლექციის დასასრულს ყველა მონაწილეს დასწრების სერტიფიკატი გადაეცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!