"ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება

"ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი უელსში (ინგლისი) ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.  2024 EUA Annual Conference-ს 10-12 აპრილს სვონსის უნივერსიტეტი მასპინძლობს.

ნინო ტალიაშვილთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას "ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი გვანცა ჯიჩოშვილი ესწრება.

წლევანდელი კონფერენციის თემაა - "უნივერსიტეტები ევროპაში: კეთილსინდისიერება ცვლილებების დროს“.

#EUA2024AnnualConf-ზე განიხილება უნივერსიტეტების უნარი გაუმკლავდნენ ცვლილებებს და მოერგონ სოციალურ ტრანსფორმაციას ღირებულებისა და მისიის შენარჩუნების ფონზე.

"ევროპის უნივერსიტეტი“, 2021 წლიდან EUA-ს ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!