მედიცინის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის კონკურსი გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოცხადდა.

საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება განხორციელდება ,,შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის'' შესაბამისად.

სტუდენტებმა დაფინანსების მიღების მიზნით საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@eu.edu.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 მაისი, 16:00 საათი.

საკონკურსო განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე. 

გააზიარე გვერდი: