ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დასაქმების მიზნით

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას  დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისათვის, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მორიგე ექთნის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •  ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  •  უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
  • სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთანპაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
  • მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
  •  პაციენტის დაბრკოლების, ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთანის ინფორმირება;
  • ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
  • პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი
  • კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უნდა იყოს ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე-6 ან უფრო მაღალი სემესტრის აქტიური სტატუსის სტუდენტი;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დადგენილი შინაგანაწესით მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 35

დაინტერესებულ კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული 13 აპრილის ჩათვლით გადადით ბმულზე

გასაუბრება კანდიდატებთან ჩატარდება 15 აპრილს

ევროპის უნივერსიტეტი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე გვერდი: