"ევროპის უნივერსიტეტსა" და იურიდიულ კომპანია "ბიბიქეი-ბიზნესი და სამართალი" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და იურიდიულ კომპანია „ბიბიქეი-ბიზნესი და სამართალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ და კომპანია "ბიბიქეი-ბიზნესი და სამართლის" დირექტორმა სალომე ბეჟაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა.

სალომე ბეჟაშვილი სტუდენტებს პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, კლიენტებთან ურთიერთობისას პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და სპეციფიკურ საკითხებზე ესაუბრა.

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა კომპანიის დირექტორთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და შესაბამისი პასუხები მიიღეს.

"ბიბიქეი - ბიზნესი და სამართალი" არის კომპანია, რომელიც საზოგადოებას უფლებათა დაცვის ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს და ფიზიკურ პირებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!