ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტში" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო.

განაცხადის წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. განაცხადის წარდგენა 14 აპრილის ჩათვლით ელექტრონულად არის შესაძლებელი: servicecenter@eu.edu.ge

პროექტის მიზანს სტუდენტური ინიციატივების წახალისება და იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. 

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს შესაძლებლობას, პროექტის სახით ინიციატივა წარადგინონ და იდეების განხორციელებისთვის დაფინანსება მოიპოვონ.  

საპროექტო განაცხადის მიმართულებებს წარმოადგენს სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები. 

დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: servicecenter@eu.edu.ge ან ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში: გურამიშვილის 76, ოთახი #102.

საპროექტო განაცხადის დებულება და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!