„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური კლუბი ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით მოსწავლეებს ხვდება

"ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი "ვეტეუქეარს" პროექტის "ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში აბიტურიენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებს მართავს.

კონკურსის მიზანია ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის აუცილებლობის, ცხოველებთან ჯანსაღი ურთიერთობისგან მიღებული მენტალური სარგებლობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერებისა და ნდობის ამაღლება.

პროექტში მონაწილეობის მიღებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები 12 აპრილს, 00:00 საათამდე რეგისტრაციის შემთხვევაში შეძლებენ. 

მონაწილეებმა ორი საათის განმავლობაში უნდა შეასრულონ ესე არა უმეტეს სამი გვერდისა.

კონკურსი  13 აპრილს, 14:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში (მის.: გურამიშვილის გამზირი 76) გაიმართება.
მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეებს სპეციალურად შედგენილი კომისია შეაფასებს და გამოვლინდებიან I, II, III ადგილოსნები. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტისგან“ დასაჩუქრდებიან.

დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა კონკურსანტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com
ესეების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!