სტუდენტებისთვის გამოცხადებული "ერაზმუს+" საერთაშორისო მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია

"ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში მიმდინარე აკადემიურ წელს "ევროპის უნივერსიტეტის" ოთხივე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა.

"ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს მზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსდებათ და ამასთან, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახლდათ 13 კვოტა, ხოლო ათვისებულ იქნა 4. შესაბამისად, შეირჩა ოთხი სტუდენტი ოთხი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით::

1. 19 მაისის უნივერსიტეტი, თურქეთი - დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მარიამ გოგუაძე;

2. ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანამარია საველიძე;
 
3. ველიკო ტარნოვოს "წმ. კირილესა და წმ. მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ილია ლომიძე;
 
4. WSB უნივერსიტეტი, პოლონეთი - საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ხატია ჯალანდარი.

გააზიარე გვერდი: