"ევროპის უნივერსიტეტსა" და კომპანია "სოფტმასტერს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და ტექნოლოგიურ კომპანია "სოფტმასტერს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი "ევროპის უნივერსიტეტის“  სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ, "სოფტმასტერის“ ჰორეკა/წარმოების დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა სალომე ჩახვაშვილმა და "სოფტმასტერის" რითეილის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ანა ხურციძემ მოაწერეს ხელი.

ფაკულტეტის ორგანიზებით "სოფტმასტერის" წარმომადგენლები სამართლის, ბიზნესისა და ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში "სოფტმასტერის" სხვადასხვა დეპარტამენტის წევრებმა ისაუბრეს სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებზე საფინანსო/ეკონომიკური, გაყიდვების, ინფორმატიკის და სხვა მიმართულებით.

გაფორმებული მემორანდუმის თანახმად სტუდენტები, მათი ინტერესების გათვალისწინებით, დასაქმების პერსპექტივით სტაჟირებას გაივლიან "სოფტმასტერში" და მის პარტნიორ ორგანიზაციებში.

შეხვედრის დასასრულს კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!