„ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი რიგაში XXV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

„ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ბაია კუბლაშვილი და აფილირებული ასისტენტ-პროფესორი თამარ მაღლაკელიძე ლატვიის ქალაქ რიგაში XXV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ. 

კონფერენცია „დაუცველობის ასაკი: რისკებიდან ზრდამდე“ 27 მარტს „ტურიბას უნივერსიტეტში“ გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, აკადემიური პერსონალი სესიაზე „განათლება და კომუნიკაცია“ მოხსნებით წარდგა. ბაია კუბლაშვილმა და თამარ მაღლაკელიძემ ისაუბრეს თემაზე: „მულტიდისციპლინური მიდგომები კრიზისული ინტერვენციისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის: მოზარდების კეთილდღეობა სკოლებში“.

რიგაში გამართულ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ათობით წარმომადგენელი დაესწრო. დილის პლენარულ სესიაზე, ინდუსტრიის ექსპერტებმა და ლექტორებმა დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს ლატვიაში მიმდინარე გამოწვევებზე, რომლებსაც ყველა მეწარმე და საზოგადოების წევრი აწყდება. დღის მეორე ნახევარში მკვლევრებმა და სტუდენტებმა თავიანთ სფეროში არსებული სიახლეები განიხილეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!