საერთაშირისო ურთიერთობების სტუდენტი ხატია ჯალანდარი რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდიატია

"ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე 2023-2024 წლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტის ვინაობა ცნობილია. პირველკურსელი ხატია ჯალანდარი რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის სტიპენდიას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ "ევროპის უნივერსიტეტის" პარტნიორი ორგანიზაციის „რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის“ მიერ ყოველსემესტრულად საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების ერთ სტუდენტს სტიპენდია ენიშნება.

"ევროპის უნივერსიტეტი" მადლობას უხდის რამაზ ლომინაძის ფონდს სტუდენტების ფინანსური წახალისებისთვის და ულოცავს ხატია ჯალანდარს ამ წარმატებას.

გააზიარე გვერდი: