კომპანია "სოფთმასტერსი" სამართლის, ბიზნესისა და ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

29 მარტს, 15:00 საათზე "ევროპის უნივერსიტეტში" "სოფთმასტერის" წარმომადგენლები სამართლის, ბიზნესისა და ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ და უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

"სოფთმასტერი" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ოპერირებს საბანკო ტექნოლოგიების, სავაჭრო, საწარმოო დანადგარების, სამედიცინო და ლაბორატორიული აპარატურების მიწოდების და მომსახურების ბაზარზე.

კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებენ სტარტაპების დაფინანსებაზე, დასაქმების პერსპექტივებზე, კომპანიის დაფუძნების პროცედურებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის, ბიზნესისა და ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ სტუდენტებსაც.

გააზიარე გვერდი:

Hello World!