"ერაზმუს+" საერთაშორისო მობილობისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
"ერაზმუს+" საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის "ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახლდათ 28 კვოტა. ათვისებულ იქნა 11.
საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულები არიან: ასისტენტ პროფესორი ანნა გვეტაძე (ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია); ასისტენტ პროფესორი ბაია კუბლაშვილი (ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტი სიბიუში, რუმინეთი); პროფესორი თინათინ გოგნაძე (ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტი, რუმინეთი); ასოცირებული პროფესორი გიორგი ნიკოლაიშვილი (ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი); პროფესორი იოსებ კელენჯერიძე (IGS ჯგუფი ტულუზა, საფრანგეთი); პროფესორი თეა თოდუა (ველიკო ტარნოვოს "წმ. კირილესა და წმ. მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი); ასოცირებული პროფესორი ბესიკ ტაბატაძე (EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია); ასოცირებული პროფესორი თათია დოლიძე (პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი).
ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ნინო კანდელაკი, EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (ლატვია) ეწვევიან, ხოლო ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თათია დოლიძე, სამუშაო ვიზიტს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ესტონეთი) განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ "ერაზმუს+" საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებასა და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.
აუთვისებლად დარჩენილი 17 კვოტა დამატებითი კონკურსის ფარგლებში გამოცხადდება.