ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო  მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად დამატებითი კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 1 აპრილის დღის 12:00 საათისა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცვლილებები შევიდა "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესში" და ახალი კონკურსი წარიმართება რედაქტირებული წესის მიხედვით.

(1)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართალისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების აკადემიური პერსონალი და შესაბამისი ფაკულტეტების ადმინისტრაციული პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 3 

სარეგისტრაციო ბმული:  აკადემიური პერსონალიადმინისტრაციული პერსონალი

(2)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ერთსაფეხურიანი საგანმანთლებლო პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2 (1 აკადემიური; 1 - ადმინისტრაციული). 

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალიადმინისტრაციული პერსონალი

(3) 

მასპინძელი უნივერსიტეტი: საქარიას უნივერსიტეტი, თურქეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ადმინისტრაციული პერსონალი 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე  და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: ადმინისტრაციული პერსონალი 

(4)

მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნვერსიტეტი, სლოვაკეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(5)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალიადმინისტრაციული პერსონალი

(6)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ლუსია დე ბრუკერის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ბელგია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 530 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

 (7)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(8)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმულიაკადემიური პერსონალი

(9)

მასპინძელი უნივერსიტეტი: WSB უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორიაევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2 

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალიადმინისტრაციული პერსონალი

(10)

მასპინძელი უნივერსიტეტი: EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია  

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების აკადემიური პერსონალი.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის 22-26 აპრილი) და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1 


შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (3 აპრილი, 11:00 საათი).

(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხიდა/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს. 

(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს.

(2.1) ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაციას ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის (5 აპრილი, 15:00 საათი). 

ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;
  • მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;
  • ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;
  • მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;
  • მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახუროებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)
     

(2.2) ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის - (5 აპრილი, 15:00 სთ)

საჩვენებელი ლექციები წარიმართება Zoom პლატფორმაზე. 

საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;
  • თანმიმდევრული ლაპარაკი; 
  • აუდიტორიასთან კონტაქტი;
  • გამოყენებული სწავლების მეთოდები;
  • შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.

8 აპრილს კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე ევროპის უნივერსიტეტის 16 თანამშრომელს.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე international.office@eu.edu.ge 

გააზიარე გვერდი:

Hello World!