"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში წარმომადგენლებმა კლუბების მატერიალური საჭიროებები წარმოადგინეს და სამომავლო აქტივობების დაგეგმვის საკითხებზე იმსჯელეს.

სტუდენტური კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა გაერთიანებას საერთო ინტერესების გარშემო, რომლის მიზანია უნივერსიტეტში სოციალური, სპორტულ-კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნა.

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებასა და სტუდენტური ინიციატივებისა და აქტივობების წახალისების პროცესებში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!