სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 მარტს "ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2023/24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების წინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის საკითხები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები განიხილეს.

სტუდენტებს ფინანსურ ნაწილზე ინფორმაცია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი.

საინფორმაციო შეხვედრას ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე უძღვებოდა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!