"ევროპის უნივერსიტეტსა" და "სტამბულის კულტურის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "სტამბულის კულტურის უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სტამბულის კულტურის უნივერსიტეტის მიზანია, იყოს უნივერსიტეტი, რომელიც ქმნის მომავალს მისი ინოვაციური აქტივობებით, რომლებიც ემსახურება სოციალურ პროგრესს, უწყვეტ სწავლებასა და მეცნიერების ხელშეწყობას.

სტამბულის კულტურის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი თურქეთში, როგორც  ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და საჯარო სამსახურის სფეროებში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!