"ევროპის უნივერსიტეტი" "ერაზმუსის" კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის წევრი გახდა
"ევროპის უნივერსიტეტი" "ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის (EAEC)" წევრი გახდა. EAEC 2004 წელს დაფუძნდა და დღევანდელი მონაცემებით, 140-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
"ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის" წევრობა ხელს შეუწყობს "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროკავშირში და მის მიღმა, ასევე ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის ცირკულირებას და საპროექტო განაცხადების მომზადება-წარდგენას ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტს“, როგორც EAEC ქსელის წევრ ინსტიტუციას შესაძლებლობა ეძლევა, მჭიდროდ ითანამშრომლოს კარიერის მართვის ევროპულ ასოციაციასთან (EACG) და ასევე, იყოს ევროპის საკოორდინაციო ოფისის (ECO) მასპინძელი რეგიონში.