VETPRO პროექტის ოფიცერი მონიტორინგის ვიზიტით "ევროპის უნივერსიტეტში" იმყოფებოდა

2024 წლის 7 მარტს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის "სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479) ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტს“ მონიტორინგის ვიზიტით როზალბა ნარდელი, პროექტის ოფიცერი (EACEA), ჯორჯიანა პლესუ, პოლიტიკის ოფიცერი (DGEAC) და მარიამ სულაშვილი, Erasmus+ ეროვნული ოფისის დირექტორი ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში VETPRO პროექტის კოორდინატორმა გვანცა ჯიჩოშვილმა სტუმრებს გააცნო პირველ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები, დასრულებული სამუშაო პაკეტები, პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და მიღწეული შედეგების ხილვადობის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები.

ასევე განიხილეს მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი აქტივობები და პროექტის მდგრადობის კომპონენტთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მიზნით მყოფმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, რაც მიუთითებს VETPRO პროექტის წარმატებულ წარმართვაზე.

გააზიარე გვერდი:

Hello World!