"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა 

"ევროპის უნივერსიტეტსა“ და  „ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (ჩრდილოეთ მაკედონია) შორის თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი” სტუდენტებს სთავაზობს მრავალ საერთაშორისო პროგრამას და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პრესტიჟულ  საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის საშუალებით, "ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მკვლევრებს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი" "ევროპის უნივერსიტეტისთვის“ რიგით პირველი პარტნიორია ჩრდილოეთ მაკედონიაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!