„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი გახსნა

თოვლის ფრენბურთის პირველ ევროპის ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს.

29 თებერვლას ჩემპიონატი ბაკურიანში საზეიმოდ „ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გახსნა და მაყურებლის წინაშე ორი საცეკვაო ნომრით წარსდგა.

"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია პაატა ხურცილავა. 

თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა და ვაჟთა გუნდები ცხრა ქვეყნიდან იასპარეზებენ. 

საქართველოს ისტორიულ გათამაშებაში ოთხი წარმომდგენელი ეყოლება, მათ შორის, „ევროპის უნივერსიტეტის“ ქალთა თოვლის ფრენბურთის გუნდი, რომლებიც ბაკურიანში გამართული ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!