EU-ს ფრენბურთელ გოგონათა გუნდი თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონია

25-26 თებერვალს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ბაკურიანში თოვლის ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა.

"ევროპის უნივერსიტეტის“ ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა შეჯიბრებაში დაუმარცხებლად იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფინალში „EU“-მ „ბათუმს“ მოუგო და თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რომლის სადებიუტო გათამაშების მასპინძელიც საქართველო იქნება.

"EU" ფრენბურთის გოგონათა გუნდს პრიზის სახით თასი და ფულადი ჯილდო გადაეცა.

პირველი ევროპის ჩემპიონატი თოვლის ფრენბურთში საქართველოში  8, 9 და 10 მარტს გაიმართება. შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენელი "EU" ფრენბურთის გოგონათა გუნდი იქნება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!