ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

6 მარტს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“, გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია: „ერაზმუს+ საერთაშორისო სტუდენტური მობილობა“ გაიმართება. 

საინფორმაციო შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მენეჯერი თინათინ ზაალიშვილი გაუძღვება და სტუდენტებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მობილობის პროცესთან დაკავშირებით. 

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია სააპლიკაციო ფორმის შევსებაზე და შემდგომ პროცედურებზე.

დრო: 6 მარტი, 15:00 საათი
მისამართი: A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი #76, ოთახი 409.

გააზიარე გვერდი:

Hello World!