ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობისთვის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 7 ქვეყნის მიმართულებით საერთაშორისო მობილობა გამოცხადდა.
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსდებათ, ამასთან, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
გასათვალისწინებელია, რომ მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს "ევროპის უნივერსიტეტში" უნდა ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სტუდენტმა "ევროპის უნივერსიტეტში" სემესტრული საფასური გადაიხადოს ერაზმუს+ სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული ასაღიარებელი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.
სლოვენიას, სლოვაკეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ბელგის, საბერძნეთისა და პოლონეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:
(1)
მასპინძელიუნივერსიტეტი: ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
კვოტა: 2
(2)
მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნვერსიტეტი, სლოვაკეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
კვოტა: 2
(3)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ველიკო ტარნოვოს "წმ. კირილესა და წმ. მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
კვოტა: 4 (2 - ინფორმატიკა; 2- ფსიქოლოგია)
(4)
მასპინძელი უნივერსიტეტი: 19 მაისის უნივერსიტეტი, თურქეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ქართულენოვანი დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
კვოტა: 1
(5)
მასპინძელი უნივერსიტეტი: PXL უნივერსიტეტი, ბელგია
სამიზნეა უდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 530 ევროს ოდენობით
კვოტა: 2
(6)
მასპინძელი უნივერსიტეტი: პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთბების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით
კვოტა: 1
(7)
მასპინძელი უნივერსიტეტი: WSB უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი
სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით
კვოტა: 1
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.
1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (15 მარტს, 17:30 საათზე)
შენიშვნა: (!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე - (27 მარტი, 11:00 სთ)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
გასაუბრების შეფასების ელემენტები:
- მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 10 მარტის დღის 12:00 საათისა.
ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრას გამართავს 6 მარტს, 15:00 საათზე.
საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით სტუდენტებს დამატებითი ინფორმაცია ეცნობებათ მეილზე.
29 მარტს კომისია გამოავლენს 7 მასპინძელი უნივერისტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად ყველაზე მაღალი ქულების მქონე 13 სტუდენტს.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge