ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო  მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ევროპის უნივერსიტეტისადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 11 მარტის 12:00 საათისა.

გამოცხადებულია 28 სრულად დაფინანსებული კვოტა 11 ქვეყნის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:

(1)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების აკადემიური პერსონალი და შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 4 (2 - აკადემიური *; 2 - ადმინისტრაციული)

* 1-1 სამართლისა და ბიზნესის პროგრამებიდან.

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალიადმინისტრაციული პერსონალი

(2)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(3) 

მასპინძელი უნივერსიტეტი: საქარიას უნივერსიტეტი, თურქეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ადმინისტრაციული პერსონალი 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე  და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: ადმინისტრაციული პერსონალი

(4)

მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(5)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ველიკო ტარნოვოს "წმ. კირილესა და წმ. მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამის აკადემიური პერსონალი 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(6)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტი სიბიუში, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის აკადემიური პერსონალი 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(7)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი და შესაბამისი პროგრამის ადმინისტრაციული პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2 (1 - ბიზნესის ადმინისტრირება; 1 -ადმინისტრაციული)

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი
 

(8)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(9)

მასპინძელი უნივერსიტეტი: EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია  

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლის და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების აკადემიური პერსონალი და შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის 22-26 აპრილი) და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: (2 - აკადემიური *; 2 - ადმინისტრაციული)

* 1-1 სამართლისა და ბიზნესის პროგრამებიდან

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი

(10)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი  

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2 (1 - ტურიზმი; 1- მენეჯმენტი)

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(11)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(12)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ლუსია დე ბრუკერის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ბელგია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 530 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2 

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(13)

მასპინძელი უნივერსიტეტი: IGS ჯგუფი, ტულუზა, საფრანგეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ფრანგულენოვანი აკადემიური პერსონალი.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 530 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(14)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალი

(15)

მასპინძელი უნივერსიტეტი: WSB უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორიაევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 2 

სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალიადმინისტრაციული პერსონალი

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და C1 - აკადემიური პერსონალისთვის (13 მარტი, 10:30 საათი).

NotaBene:

(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით C1 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 7.0; Toefl iBT 95; Toelf PBT 627; Cambridge English Scale Score for C1 Advanced (იგივე  CAE) 180. 

(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 

(2.1) ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაციას ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის (25 მარტი, 11:00 საათი).

გასაუბრება ჩატარდება 409 ოთახში (გურამიშვილის 76).

ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;
  • მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;
  • ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;
  • მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;
  • მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახურებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)

(2.2) ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის - (25 მარტი, 15:00 სთ)

საჩვენებელი ლექციები წარიმართება Zoom პლატფორმაზე.

საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;
  • თანმიმდევრული ლაპარაკი; 
  • აუდიტორიასთან კონტაქტი;
  • გამოყენებული სწავლების მეთოდები;
  • შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.

26 მარტს კომისია გამოავლენს 15 მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 28 ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე international@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!