„ევროპის უნივერსიტეტი“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.

ვაკანსია გამოცხადებულია ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:

  • ორი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით - „მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი Native პლატფორმებზე“ მიმართულებით;

აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 18 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით;

გაეცანით საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებულ განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები ან საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024 წლის 1 აპრილისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის 17 აპრილისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 18 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას და რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: „ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზ. 76; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!