"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ალბერტას კოლეჯს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ალბერტას კოლეჯს" (ლატვია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების მიზანია ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

"ალბერტას კოლეჯი“ დარგში მოწინავე პროფესიონალების ჩართულობით უზრუნველყოფს სოციალურად აქტიური და პასუხისმგებელი პროფესიონალების მომზადებას, სწავლის თანამედროვე, ციფრული მეთოდების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ "ალბერტას კოლეჯი" ფლობს მრავალრიცხოვან კვლევით ცენტრებს, რაც სტუდენტების პრაქტიკული კვლევებისა და აკადემიური ზრდის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!