"ევროპის უნივერსიტეტსა" და "კოლეჯიუმ ჩივიტასს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "კოლეჯიუმ ჩივიტასს" (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"კოლეჯიუმ ჩივიტასი" 1997 წელს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (PAN) ეგიდით დაარსდა და  მტკიცედ დაეყრდნო აკადემიის ხუთი ინსტიტუტის სწავლებისა და კვლევით ტრადიციებს.

"კოლეჯიუმ ჩივიტასი" საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს როგორც პოლონურ, ისე ინგლისურ ენაზე და თორმეტ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ "კოლეჯიუმ ჩივიტასი" ერთ-ერთი ლიდერთაგანია "Perspektywy“ რეიტინგის ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა „საზოგადოებრივი აზრით საუკეთესო უნივერსიტეტები“, "ინტერნაციონალიზაცია“ და "პრესტიჟი".

"კოლეჯიუმ ჩივიტასი" "ევროპის უნივერსიტეტის" რიგით მეათე პარტნიორია პოლონეთში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!